logo_geo
eng_logo
საქართველოს რკინიგზა: დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, თბილისიდან ფოთში მიმავალ მატარებელს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც შემადგენლობა სადგურ რიონში გაჩერდა
- +

19 აგვისტო. 2023. 23:56

 


დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ტექნიკური პრობლემა შეექმნა თბილისიდან ფოთში მიმავალ მატარებელს, რის გამოც ამ წუთებში შემადგენლობა გაჩერებულია სადგურ რიონში, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს აღნიშნული მატარებლის მოძრაობის განახლება, თუმცა, კომპანია ასევე მზადაა, მგზავრების დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად მათი ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანა უზრუნველყოს. საქართველოს რკინიგზა თითოეულ მგზავრს მგზავრობის საფასურს სრულად აუნაზღაურებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner