logo_geo
eng_logo
პაპუნა მარგველიძე: შოვში სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი მოქალაქეების პოვნის მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება
- +

20 აგვისტო. 2023. 11:16

 

 

„სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედით თეორიული შანსიც კი იქნება ჩვენი მოქალაქეების პოვნის“, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ.

 

„ამ დროის მდგომარეობით 27 მოქალაქის ცხედარი არის ამოსვენებული. მიმდინარეობს 6 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში, როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში, სადაც მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს კალაპოტის ფორმირება და არსებული კუნძულების დამუშავება. პერიმეტრი არის გაზრდილი. 27 ამოსვენებულიდან, 25 ცხედარი არის იდენტიფიცირებული. სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედით თეორიული შანსიც კი იქნება ჩვენი მოქალაქეების პოვნის“, - განაცხადა მარგველიძემ.

 

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში მაშველების მიერ 27 ცხედარია აღმოჩენილი და საძიებო სამუშაოები 6 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner