logo_geo
eng_logo
ნიდერლანდები და დანია უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს გადასცემენ
- +

20 აგვისტო. 2023. 20:20

 

 

ნიდერლანდები და დანია უკრაინისთვის F-16-ის ტიპის ამერიკულ მოიერიშე თვითმფრინავებს გადაცემის ვალდებულებას იღებენ. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დანიიდან და ნიდერლანდებიდან ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა ვაშინგტონმა გასულ კვირას გასცა.

 

„დღეს შეგვიძლია გამოვაცხადოთ, რომ ნიდერლანდები და დანია იღებენ უკრაინისთვის F-16-ის ტიპის თვითმფრინავების გადაცემის ვალდებულებას შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე. ეს მოხდება მას შემდეგ, რაც შესრულდება გადაცემისთვის საჭირო პირობები“, - განაცხადა რუტემ.

 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პილოტებისა და ინჟინრების სათანადო მომზადების შემდეგ, უკრაინა 42 F-16-ს მიიღებს.

 

„ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. F-16-ებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ რუსმა ტერორისტებმა თავი შორს დაიჭირონ ჩვენი ქალაქებისა და სოფლებისგან. ჩვენ შევთანხმდით თვითმფრინავების რაოდენობაზე. ისინი გადმოეცემა უკრაინას მას შემდეგ, რაც ჩვენი პილოტები და იინჟინრები სათანადო წვრთას გაივლიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner