logo_geo
eng_logo
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გურჯაანში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო
- +

20 აგვისტო. 2023. 20:32

 

 

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გურჯაანში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.

 

მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი მაჭავარიანი ამომრჩეველს გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა წარუდგინა. შეხვედრა კულტურის ცენტრის შენობაში გაიმართა, სადაც მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა, მოქალაქეებს სამოქმედო გეგმა პირადად გააცნო.

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტში რიგ გარეშე არჩევნების ჩატარების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც მოქმედმა მერმა ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობა, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გურჯაანის მერის პოზიციაზე გიორგი მაჭავარიანის კანდიდატურა საზოგადოებას 14 აგვისტოს წარუდგინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner