მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები კუნძულ ოკინავაზე ემზადება. ილიას ზუროსის გუნდი იაპონიაში ყველა მონაწილეზე ადრე ჩავიდა და პირველი ვარჯიში გამართა.
22 აგვისტოს „ჯვაროსნები“ სპარინგ-შეხვედრას ავსტრალიასთან ჩაატარებენ, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში, 26 აგვისტოს კაბო-ვერდეს დაუპირისპირდებიან.