გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ძალიან აფასებს რუსული ოპოზიციის საქმიანობას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.
„ბევრი რუსია, ვინც თავისუფლების მომხრეა და იმპერიალიზმის წინააღმდეგია“, - თქვა შოლცმა.
მან დასძინა, რომ თავად უკვე ესაუბრა რუსეთის ოპოზიციის ბევრ წარმომადგენელს.
გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ რუსული ოპოზიციის წარმომადგენლები იმსახურებენ დაცვას.