logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ტერიტორიების გაცვლა? მზად ვართ, ბელგოროდი გავცვალოთ ნატო-ში ჩვენი წევრობის სანაცვლოდ
- +

20 აგვისტო. 2023. 23:53

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინა შეიძლება, გახდეს ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ.

 

ამის შესახებ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიკსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

 

„ტერიტორიების გაცვლა? მზად ვართ, ბელგოროდი გავცვალოთ ნატო-ში ჩვენი წევრობის სანაცვლოდ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ამასთან, როგორც დანიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უკრაინა თავად გადაწყვეტს, აწარმოოს  თუ არა სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან.

 

შეგახსენებთ, 15 აგვისტოს ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება, გახდეს ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner