მერაბ დვალიშვილი სტერლინგისა და შონ ო’მალის სატიტულო ბრძოლას გამოეხმაურა, რომელშიც მისი მეგობარი მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა და ჩემპიონის ქამარი დათმო. ქართველმა მებრძოლმა მსაჯი სოციალურ ქსელში გააკრიტიკა.
„კიდევ ერთი ნაადრევად შეწყვეტილი ბრძოლა. ვლოცულობ, რომ მე და ჩემს მეგობრებს მარკ გოდარდთან საქმე აღარასდროს გვქონდეს. ჩვენ მებრძოლები ვართ და გვაცადეთ, ბოლომდე ბრძოლა!“, – დაწერა მერაბ დვალიშვილმა.