მოსკოვის ოლქში უკრაინული დრონების გამოჩენის გამო რუსეთის დედაქალაქის ყველა აეროპორტში რეჟიმი „ხალიჩა“ გამოცხადდა და მათი მუშაობა დროებით შეჩერდა. ამის შესახებ ura.news იუწყება.
აეროპორტების დახურვის გამო რამდენიმე რეისის გაფრენა და მოფრენა გადაიდო. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაიხურა მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტი. გადაწყვეტილება მას შემდეგ იყო მიღებული, რაც მოსკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატი იყო აღმოჩენილი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დრონი რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების მოქმედების შედეგად გაუვნებელყოფილი იყო.