logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს
- +

21 აგვისტო. 2023. 13:33

 

 

აშშ-ის ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორ ტრამპმა განაცხადა, ბოლო სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ის კონკურენტებს დიდი უპირატესობით უსწრებს.

 

CBS“-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ მე წინ ვარ ლეგენდარული უპირატესობით. საზოგადოებამ იცის, ვინ ვარ და რა წარმატებული საპრეზიდენტო ვადა მქონდა, ენერგოდამოუკიდებლობით, ძლიერი საზღვრებით და სამხედროებით, ყველაზე დიდი გადასახადების და რეგულაციების შემცირებით, უძლიერესი ეკონომიკით და ა.შ. ამიტომ არ ვაპირებ დებატებში მონაწილეობას“, – წერს დონალდ ტრამპი.

 

„CBS“-ის გამოკითხვის მიხედვით, დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ფავორიტია და მას გამოკითხულთა 62 პროცენტი უჭერს მხარს. მის მთავარ კონკურენტს, ფლორიდის გუბერნატორ  რონ დე სანტისს კი - 16 პროცენტი.

 

რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატების პირველი დებატები 23 აგვისტოს გაიმართება. შიდაპარტიული არჩევნები კი 2024 წლის 15 იანვარს, აიოვას შტატიდან აიღებს სტარტს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner