კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით გარეგანათების ქსელის მოწყობის და არსებულის გაფართოების სამუშაოები 22 სოფელში დაიგეგმა.
სამუშაოები ნაწილობრივ დასრულებულია, ზოგ სოფელში კი მიმდინარეობს. გარეგანათების ქსელის მოწყობა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ჩატარებული სამუშაოები ღამის საათებში მოქალაქეების გზაზე გადაადგილების შესაძლებლობას გააუმჯობესებს.