logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: კონსტიტუციითა და კანონმდებლობით აკრძალულია პოლიტიკური პარტიების უცხოეთიდან დაფინანსება, აქედან გამომდინარე, ძალიან კარგი იქნება, თუ შესაბამისი უწყება გამოიკვლევს ამას
- +

21 აგვისტო. 2023. 16:27

 

 

„კარგი იქნება, თუ შესაბამისი უწყება გამოიკვლევს ამას, რათა არა მხოლოდ პოლიტიკოსების განცხადებებითა და მტკიცებულებებით, არამედ უფრო მეტი დეტალით გახდეს ცნობილი, თუ რომელი პარტია საიდან, რომელი უცხოური ძალიდან ფინანსდება“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, რადგანაც საქართველოში პოლიტიკური პარტიების უცხო წყაროებიდან დაფინანსება აკრძალულია, ზოგიერთ პარტიას შექმნილი აქვს არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოური დაფინანსების მისაღებად.

 

„პოლიტიკური პარტიების დიდ ნაწილს შექმნილი აქვს ე.წ ენჯეოები იმისათვის, რომ უცხოეთიდან დაფინანსდეს. ეს თავად ამ პარტიების ლიდერებს აქვთ ნათქვამი. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ „დროას“ და „გირჩის“ ლიდერების განცხადებები, რომ ისინი ფინანსდებიან სხვადასხვა წყაროებით მათ შორის უცხოეთიდან. ბუნებრივია, კონსტიტუციითა და კანონმდებლობით აკრძალულია პოლიტიკური პარტიების უცხოეთიდან დაფინანსება პირდაპირ, თუ ირიბად. აქედან გამომდინარე ძალიან კარგი იქნება, თუ შესაბამისი უწყება გამოიკვლევს ამას, რათა არა მხოლოდ პოლიტიკოსების განცხადებებითა და მტკიცებულებებით, არამედ უფრო მეტი დეტალით გახდეს ცნობილი, თუ რომელი პარტია საიდან, რომელი უცხოური ძალიდან ფინანსდება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner