logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: სუხიშვილებს ტაშის ნაცვლად სასტვენები მოუხდება!
- +

7 სექტემბერი. 2016. 02:20



„სუხიშვილებს ტაშის დაკვრის ნაცვლად სასტვენები მოუხდება, სანამ ბოროტების ხელისუფლების ნარჩენებს მხარდაჭერას უცხადებენ! ვინც იზიარებთ, გთხოვთ მოიწონოთ. ვისაც ჩემი პოზიცია უცნაურად მოგეჩვენებათ, ვინც რურუაზე გიჟდებით და სუხიშვილების ხელმძღვანელის პოზიციას იზიარებთ, გააუქმეთ ჩემთან მეგობრობა!!!"- ასე ეხმაურება ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი  „სუხიშვილების" ხელმძღვანელის ნინო სუხიშვილის განცხადებას ნიკა რურუასთან დაკავშირეით.



ნიკა რურუას კულტურის მინისტრობის პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, ერთ-ერთი ეს არის ქართული კინოს აღორძინება და ფაქტიურად გაცოცხლება. ასევე უამრავი გამოფენა, კონცერტი, განსაკუთრებით საზღვარგარეთაც ქართული კულტურის პოპულარიზაცია. ნამდვილად ის იყო ერთ-ერთი წარმატებული კულტურის მინისტრი და ძალიან პროდუქტიული. მისი თვისებები, როგორიც არის პრინციპულობა, მიუკერძოებლობა, ინტელექტი... რაც მთავარია მის სიტყვას ჰქონდა ძალიან დიდი ფასი და წონა", - ამბობს ნინო სუხიშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner