logo_geo
eng_logo
გიორგი კალანდარიშვილი: კელი დეგნანის განცხადება გარკვეული ინტერპრეტაციების საფუძველი გახდა, მოვუწოდებ ჩართულ მხარეებს, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ნუ დავაზიანებთ ისტორიულ საარჩევნო პროცესს
- +

21 აგვისტო. 2023. 21:03

 

ქალბატონი ელჩის [კელი დეგნანის] განცხადება გარკვეული ინტერპრეტაციების საგანი და საფუძველი გახდა, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მინდა, მოვუწოდო ყველა ჩართულ მხარეს, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ნუ დავაზიანებთ ამ მნიშვნელოვან, ისტორიულ საარჩევნო პროცესს და ერთობლივი ძალისხმევით, ერთობლივი ჩართულობითა და მონაწილეობით უზრუნველვყოთ ქვეყანაში მაღალი სტანდარტების შესაბამისი, პროფესიული დონის არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-შიც ნახეს, რომ არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარებაც ვერ იძლევა გარანტიას, რომ „ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner