logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: იგივე ლოგიკით და კიდევ მაღალი ხარისხის მტკიცებულებით, აქ დასაჭერი ყოფილა ოპოზიციის და „ენჯეოს“ ყველა ის წარმომადგენელი, რომელიც ასე ურცხვად ატყუებდა თვეების განმავლობაში ქართულ საზოგადოებას
- +

21 აგვისტო. 2023. 21:06

 

„ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა.

მაჭარაშვილის თქმით, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტს ედავებიან იმას, რომ მან ჯერ კიდევ პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გამოთქვა ეჭვი. ამავე ლოგიკით კი, საქართველოში პასუხი უნდა აგოს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ.

კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ჩვენ აქ რასაც ვიხილავდით და უნდა მიგვეღო კანონპროექტი „ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ“, თურმე ყოფილა ნამდვილად ქართული და მათ შორის, ამერიკულ პრინციპებზე დაყრდნობით, მაგრამ ახლა გამოდის, რომ, თურმე რუსული კანონი მოქმედებს ამერიკაში. თუ ჩვენ მივყვებით იმ ნარატივს, რომ მხოლოდ ეჭვის საფუძველზე არ შეიძლება ადამიანს ბრალი წაუყენო და დაიჭირო, ვინ, ვინ და აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს პირდაპირ ედავებიან იმას, რომ ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა გაყალბებას და ამის გამო ბრალი წაუყენეს.

შესაბამისად, გამოდის, რომ ამ ლოგიკით და კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მტკიცებულებით, არა მხოლოდ ეჭვის საფუძველზე, არამედ პირდაპირი აღიარების საფუძველზე, შესაბამისმა „ენჯეომ“, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ გააყალბა არჩევნები, ასევე აღიარა, რომ მან ეს ყველაფერი დამალა მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში და ასევე აღიარა, რომ ეს იცოდა მისმა სათავო ოფისმა „USAID"-მა, ანუ შესაბამისად, აშშ-ს საელჩომ.
გამოდის, იგივე ლოგიკით და კიდევ მაღალი ხარისხის მტკიცებულებით, აქ დასაჭერი ყოფილა ოპოზიციის და „ენჯეოს“ ყველა ის წარმომადგენელი, რომელიც ასე ურცხვად ატყუებდა თვეების განმავლობაში ქართულ საზოგადოებას“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner