logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ხაზარაძის და „ლელოს" მიმდევრებმა დაიწყეს თავის მართლება და კივილი, რა მოსკოვის რეისი, ბათუმიდან ჩამოფრინდაო - ქვეყნის უდიდესი ტრაგედიიდან მეორე დღესვე მათი კუმირი „საგულაოდ" რომ გავარდა, მაგაზე ხმას არ იღებენ
- +

21 აგვისტო. 2023. 23:03

 

„ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, „ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მხარდამჭერების განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ქადაგიძის თქმით, ხაზარაძის მიმდევრები მხოლოდ იმ ფაქტზე იმართლებენ თავს, რომ მათი ლიდერი ბათუმიდან ჩამოფრინდა, მოსკოვის რეისთან კი შეხება არ ჰქონია, თუმცა, არაფერს ამბობენ იმის შესახებ, რომ მამუკა ხაზარაძე შოვის ტრაგედიის მეორე დღეს თურქეთში დასასვენებლად გაფრინდა.

მამუკა ხაზარაძეზე დღეს ორი ამბავი გვაქვს: ერთი ის, რომ როდესაც მოსკოვის რეისი დაფრინდა, ჩამოფრენის დარბაზში პირველი ხაზარაძე გამოვიდა. ამ დროს დაფრინდა ბათუმის რეისიც და იმას ჩამოყვაო. თუ ეს მართალია, არ არის გამორიცხული, რომ მართლაც ბათუმიდან ჩამოსულიყო. კი ბატონო, ამოიღოს ხმა, ბათუმიდან ჩამოფრინდა, მოსკოვიდან თუ სულაც არ უფრენია და რუს სტუმრებს დახვდა.

მეორე ამბავი - შოვის ტრაგედიიდან მეორე დღეს ხაზარაძე დასასვენებლად გაფრინდა თურქეთის ერთ-ერთ კურორტზე. და ჰოი საოცრებავ, ხაზარაძის და „ლელოს" უპირობოდ მორწმუნე მიმდევრებმა მხოლოდ პირველ ამბავზე დაიწყეს თავის მართლება და კივილი, რა მოსკოვის რეისი, ბათუმიდან ჩამოფრინდაო. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის უდიდესი ტრაგედიიდან მეორე დღესვე მათი კუმირი „საგულაოდ" რომ გავარდა, მაგაზე ხმას არ იღებენ. აბა გისმენთ… ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia მამუკა ხაზარაძე” - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner