უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იური იგნატმა განაცხადა, რომ რუსეთთან ომში საჰაერო უპირატესობის მოსაპოვებლად უკრაინას დასავლური წარმოების 128 გამანადგურებელი სჭირდება.
„საჰაერო ძალების ხედვაში, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი საჰაერო ძალების გადაიარაღებას, საუბარი იყო 128 ასეთ გამანადგურებელზე, რაც საკმარისი იქნებოდა ძველი ტექნიკის ფლოტის შესაცვლელად და მთელ ტერიტორიაზე განაწილებისათვის. ეს დაახლოებით ოთხი საავიაციო ბრიგადაა“, - განაცხადა იგნატმა.