logo_geo
eng_logo
უკრაინული მედია: ისრაელის საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ უკრაინის მუქარა უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ შანტაჟის მცდელობაა
- +

22 აგვისტო. 2023. 00:30

 

ოფიციალური იერუსალიმი უკრაინის წარმომადგენლების განცხადებებს ისრაელთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების შესახებ აღიქვამს, როგორც შანტაჟის მცდელობას. ამის შესახებ RBC-Ukraine-თან საუბარში ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარომ განაცხადა.

„სამწუხაროდ, უკრაინის ხელმძღვანელობაში ვიღაცამ გადაწყვიტა, ისარგებლოს მოახლოებული დღესასწაულით ისრაელის შანტაჟისთვის, მაგრამ ეს მცდელობები განწირულია წარუმატებლობისთვის. შეგახსენებთ, რომ მსგავსი შანტაჟის მცდელობა გასულ წელსაც იყო, მაგრამ ამ განცხადებებს შედეგი არ მოჰყოლია“, - განაცხადა წყარომ.

მისი თქმით, თუ უკრაინა მაინც გადაწყვეტს უვიზო რეჟიმის შეჩერებას, მაშინ ისრაელი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს, უვიზო რეჟიმის სრულად გაუქმების ჩათვლით.

„ეს დააზარალებს ათიათასობით უკრაინის მოქალაქეს, რომლებიც ყოველწლიურად ჩადიან ისრაელში, თუნდაც ომის მიუხედავად“, - ხაზგასმით აღნიშნა დიპლომატმა.

დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ წლის დასაწყისიდან 47 000 უკრაინელი ჩავიდა ისრაელში და დაახლოებით 2 500 ადამიანს ეთქვა შესვლაზე უარი და უმეტეს შემთხვევაში, ეს სრულიად გამართლებული უარი იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არალეგალურად ჩადიან სამუშაოდ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner