განადგურებული ხორბალი, ხილი და სხვა კულტურული მცენარეები. ძლიერმა სეტყვამ ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანა.
განსაკუთრებით დაზარალდა 4 სოფლის მოსახლეობა, რომლებსაც ხორბლის მოსავალი ჯერ კიდევ ასაღები ჰქონდათ. ზუსტ ზარალს ადიგენის მუნიციპალიტეტში შექმნილი მუდმივი კომისია დაადგენს.