გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – ქართველი რჩეულებში საფეხბურთო ანალიტიკურმა ვებპორტალმა, Whoscored-მა დაასახელა.
„მეცის“ ქართველი თავდამსხმელი „მარსელთან“ შეხვედრაში ფრანგულმა მედიამ და საერთაშორისო ვებპორტალებმა გამოარჩიეს, რადგან სანახაობრივ და დაძაბულ შეხვედრაში (2:2) ქართველმა მეტოქეს მაშინ გაუტანა, როდესაც მისი გუნდი ათი კაცით თამაშობდა.
ავტორიტეტულმა ანალიტიკურმა ვებგვერდმა, Whoscored-მა 22 წლის ქართველი თავდამსხმელის გრაფაში 7,9 ქულა დაწერა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა – ეს თავდამსხმელებში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება იყო და მიქაუტაძე 4-4-2 სათამაშო სქემით შედგენილ საფრანგეთის ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში კარიერაში პირველად მოხვდა.