უკრაინაში მშვიდობის მიღწევის საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირი უმაღლესი დონის შეხვედრაზე მუშაობს, - ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ამ განცხადებას „ევროპა პრესი’’ აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინაში „მშვიდობის ფორმულის“ საკითხთან დაკავშირებული ახალი შეხვედრა, შესაძლოა, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართოს, რომლის ჩატარება სექტემბერში არის დაგეგმილი.
„შეხვედრა საუდის არაბეთში, ქალაქ ჯიდაში ჩატარებული მოლაპარაკებების გაგრძელება გახდება, რომელშიც 40-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა“. - ნათქვამია ბორელის განცხადებაში.