ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ რესპუბლიკური პარტიის მიერ წარმოებული პოლიტიკა მდაბიოა:
„ბიძინა ივანიშვილმა რესპუბლიკელებს აღარ ჩამოურიგა საპარლამენტო მანდატები და ფული და რესპუბლიკელებმაც წყევლა-კრულვა-ქოქოლა-ლანძღვა-გინება მიაყოლეს...
მდაბიოა ჩვენი პოლიტიკა, მდაბიოა ჩვენი პოლიტიკური პარტიების მნიშვნელოვანი ნაწილი, მდაბიოა ჩვენი ზოგიერთი და მრავალი პოლიტიკოსი, რა გინდ თავდაჯერებულობას უნდა გვიმტკიცებდეს.
აქვე ვიტყოდი, რომ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების ასეთი არაადეკვატური თავდაჯერებულობა საპირისპიროზე უფრო მიუთითებს, მათ კომპლექსებსა და მათ დაბალ თვითშეფასებაზე."- აღნიშნავს გამზარდია.