logo_geo
eng_logo
საქპატენტში შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემო მოეწყო
- +

22 აგვისტო. 2023. 10:42

 

 

შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად საქპატენტის შესასვლელში მოძრავი პანდუსი დამონტაჟდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, უწყებაში გარემოებითი ბარიერის მოხსნით შშმ პირებს გაუმარტივდებათ ფიზიკური ხელმისაწვდომობა საქპატენტის მომსახურების სერვისებზე, აგრეთვე - ინფორმაციის მიწოდებისა და კომუნიკაციის საშუალებებზე.

 

თანასწორი პირობები და ინკლუზიური უზრუნველყოფა ხელს უწყობს ამ მოწყვლადი ჯგუფის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ულიმიტო პროცესს. საქპატენტის სოციალური მოდელით მიდგომა ეხმიანება შემზღუდავი ბარიერების გადალახვის პოზიტიურ და კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებს და ყურადღებას ამახვილებს ადამიანისა და სამოქალაქო უფლებებზე.

 

გარდა ამისა, საქპატენტში დამონტაჟებული მოძრავი პანდუსი, ადაპტირებული სველი წერტილები, შიდა ლიფტი, შშმ პირებისათვის განსაზღვრული საპარკინგე ადგილი ხაზს უსვამს შშმ პირთა უფლებების წინ წამოწევისა და დაცვის სურვილს, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მათი სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობას.

 

საქპატენტის უნივერსალური ადაპტირებული პირობები სრულად შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №41 დადგენილებას „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის“ დამტკიცების თაობაზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner