logo_geo
eng_logo
ლევან შარაზადიშვილი: სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში
- +

22 აგვისტო. 2023. 11:14

 

 

რაჭაში სამძებრო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ისევ ეძებენ ხუთ ადამიანს. შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 28 ადამიანიდან, ორს დნმ-ის ანალიზი ამ დრომდე უტარდება. ამასთან, იდენტიფიცირებული ცხედრების რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. შოვში სტიქიის დროს დაღუპულ 3 მოქალაქეს დღეს სოფელ ლაგვანთაში დაკრძალავენ.

 

„28 მიცვალებული არის ამოყვანილი სამძებრო სამუშაოების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს 2 გარდაცვლილის დნმ-კვლევები. 5 ადამიანის ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს. არ არის დარჩენილი კვადრატული მეტრი, რომ არ იყოს გადამუშავებული. მოქალაქეთა თხოვნით, რამდენიმე ლოკაციაზე მიწის მასა ხელმეორედ გადამუშავდა. ასევე, სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში. მიმდინარეობს კუნძულების დამუშავება, კალაპოტის ფორმირება“, - აცხადებს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შარაზადიშვილი.

 

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner