ოზურგეთის "მერცხალის" ფეხბურთელებს, ვაკო ყაზაიშვილის ინიციატივით, დამატებითი სათამაშო ეკიპირება და სპორტული ინვენტარი, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, ფეხბურთელის ძმამ, ბექა ყაზაიშვილმა და კლუბის ხელმძღვანელმა, ჯონი კალანდაძემ გადასცეს.
“ მადლობას ვუხდით ვაკოს ამ ინიციატივისთვის, მშობლიური კლუბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მხარდაჭერისთვის. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონზე საქართველოს ჩემპიონატის რეგიონული ლიგის 1-ლი წრის შეხვედრებში “მერცხალმა” წარმატებით იასპარეზა. გუნდი, მეორე წრის მატჩებს 29 აგვისტოდან განაახლებს.
წარმატებებს ვუსურვებ საფეხბურთო კლუბ "მერცხალს" - ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და მის ხელმძღვანელს!“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.
ფეხბურთელის ძმამ შეხვედრაზე ოზურგეთის მერს და კლუბის ხელმძღვანელს პოზიტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.