logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ირკვევა, რომ თეა გოდოლაძე არის არასრულწლოვანზე მოძალადე. საქმის დასრულებამდე დაუყონებლივ უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა
- +

22 აგვისტო. 2023. 12:39

 

 

თეა გოდოლაძე არის ქალი, რომელიც ყველა სენსიტიურ თემას იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ახლა ირკვევა, რომ თეა გოდოლაძე არის არასრულწლოვანზე მოძალადე. ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია, საქმის დასრულებამდე დაუყონებლივ დატოვოს დაკავებული თანამდებობა”- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

 

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, მოძალადეებს არაფერი ესაქმებათ მსგავს პოზიციებზე.

 

თეა გოდოლაძე არის ქალი, რომელმაც შოვის ტრაგედია გამოიყენა საკუთარი პიარისთვის და "ნაცმოძრაობის" ნარატივის გასამყარებლად. ყველაზე დიდი ტყუილი, რაც მან იკადრა იყო ის, რომ  თითქოს დღეების განმავლობაში მდინარე იყო დაგუბებული, რაც შემდეგ დაიძრა როგორც ღვარცოფი. მისი ეს ტყუილი მალევე განეიტრალდა ოფიციალური დასკვნით. თეა გოდოლაძე არის ქალი, რომელიც ყველა სენსიტიურ თემას იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ახლა ირკვევა, რომ თეა გოდოლაძე არის არასრულწლოვანზე მოძალადე. ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია, საქმის დასრულებამდე დაუყონებლივ დატოვოს დაკავებული თანამდებობა. მოძალადეებს არაფერი ესაქმებათ მსგავს პოზიციებზე!!!”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner