logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: კახი კალაძეს შეუძლია ღიმილით დაუფასოს მეტოქეს მისი მიზანში ამოღება...
- +

7 სექტემბერი. 2016. 02:27



ბოლო დღეებში კახი კალაძის სახელი არაერთ გახმაურებულ საქმეს დაუკავშირდა. ვიცე-პრემიერი სხვადასხვა სახის ბრალდებების ადრესატი გახდადა საინფორმაციო საშუალებების მთავარ გმირადაც იქცა. "ქართულ ოცნებაში" კალაძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს წინასაარჩევნოდ დაგეგმილ კამპანიურ შეტევად აფასებენ, თუმცა საინტერესოა, რატომ მაინცდამაინც კახი კალაძე? ეს არის მართლაც წინასწარ დაგეგმილი ანტიპიარი, თუ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობილი ბრალდებები? ამის გარკვევას პოლიტოლოგ რამაზ საყვარეელიძესთან შევეცადეთ.


- ბატონო რამაზ, კახი კალაძის სახელმა ბოლო დღეებში სხვადასხვა საქმესთან კავშირში გაიჟღერა... როგორ ფიქრობთ, ეს ერთი საერთო კამპანიის ნაწილია, თუ უბრალოდ დროში დაემთხვა ვიცე-პრემიერის მიმართ სხვადასხვა სახის ბრალდებების გაჟღერება?


-მე ის უფრო მიკვირს აქამდე, რომ არ განხორციელდა ასეთი სისტემური შეტევა კახი კალაძის ფიგურის მიმართ, თუნდაც "ქართული ოცნების" ყრილობის შემდეგ დღეებში, რადგან ამ ყრილობაზე კალაძე იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო მკვეთრი ლიდერი.


-რას გულისხმობთ?


-მან ბევრი მოხიბლა თავისი რიტორიკით და იმ შემართებით, რომლითაც გვერდში დგომა გამოუცხადა ბიძინა ივანიშვილს. ამით მან ხაზი გასუვა, რომ ის არის არამხოლოდ მინისტრი, ან პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, არამედ გახლავთ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი. ასე რომ ეს შეტევები ბუნებრივია. ცხადია, ოპონენტები შეუტევენ ყველა იმ მიმართულებით, სადაც ოდესმე რაიმე გადაკვეთის წერტილი ჰქონია, იქნება ეს ბიზნესი, სპორტი თუ ა.შ.


-რატომ მაინცდამაინც კალაძე? "ქართულ ოცნებას" ჰყავს სხვა ლიდერებიც, თუმცა ეს დღეები კრიტიკისა და ბრალდებების მთავარი ადრესატი სწორედ კახი კალაძე გახდა...


-იმიტომ, რომ ის გახლავთ ყველაზე მძაფრი და მწვავე დაპირისპირების რეჟიმში "ნაციონალურ მოძრაობასთან". შეფასებებშიც ეტყობა, რომ ემოციებს ვერ მალავს, როცა "ნაციონალებზე" საუბრობს. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს დღეები ივანიშვილიც აქტიურად არის მიზანში ამოღებული და ცდილობენ მის ბიოგრაფიას ნებისმიერი მხრიდან მოაბან კუდი, დაწყებული ბიზნესინტერესებით და დასრულებული სასიყვარულო ურთიერთობებით. ცხადია ამ ფონზე ივანიშვილის ერთ-ერთი სანდო და მკვეთრი თანამებრძოლიც შეტევის ობიექტი გახდებოდა. კი, "ქართულ ოცნებას" ჰყავს სხვა ლიდერებიც, თუნდაც პრემიერ-მინისტრი, მაგრამ კვირიკაშვილი ახერხებს მანევრებს და ცდილობს არ გაამწვავოს ურთიერთობა არცერთ მხარესთან. ბუნებრივია, ეს მისადმი აგრესიას ანელებს. საარჩევნო პერიოდია და ცხადია ამ ტიპის შეტევებს ადგილი მომავალშიც ექნება. კახი კალაძეს შეუძლია ამ დარტყმებს მშრალი ინფორმაციის გამოქვეყნებით უპასუხოს, ან ღიმილით დაუფასოს მეტოქეს მისი მიზანში ამოღება.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner