logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი წარმომადგენელი სტიქიის ადგილზე არ ჩასულა, დისტანციურად გაკეთებული დასკვნები უნდობლობას იწვევს და მათ რეალურ ზრახვებზე მიუთითებს
- +

22 აგვისტო. 2023. 13:57

 

 

ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ყველა ვითარება, მათ შორის ასეთი უდიდესი ტრაგედიაც კი გამოიყენოს, რათა ძლიერი პრემიერ-მინისტრის, ძლიერი მთავრობისა და ხელისუფლების წინააღმდეგ საზოგადოებაში გარკვეული სიბრაზე შეიტანოს და კითხვის ნიშნები გააჩინოს“, - ასე უპასუხა გივი მიქანაძემ ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობამ“ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო ქმედებები ჩაატარა.

 

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოებაში ნდობა სრულად აქვს დაკარგული.

 

მათი ნებისმიერი განცხადება უნდობლობას იწვევს, მით უმეტეს, იმის ფონზე, როცა საზოგადოება ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი წარმომადგენელი ადგილზე არ ჩასულა, არ გასცნობია კონკრეტულ ფაქტებს, თავისი თვალით არ უნახავს ის ტრაგედია და მისი შედეგები. ამის ფონზე, დისტანციურად გაკეთებული გარკვეული დასკვნები მათ რეალურ მიზნებსა და ზრახვებზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

 

საზოგადოება ხედავს, ხელისუფლება რას აკეთებს. იმ ფონზე, როცა სამძებრო არეალი გაფართოვდა, 60 კილომეტრამდეა გაზრდილი, დღემდე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მხოლოდ თბილისიდან და სხვადასხვა ქალაქიდან აკეთებენ ზეპირ განცხადებებს, რომლებიც კონკრეტულ ბრალდებას მოიცავს. არცერთი მათგანი არც კი დაფიქრებულა, რომ ადგილზე ჩასულიყო. ამიტომ შუალედური ანგარიში შეიძლება მხოლოდ მათთვის იყოს საინტერესო და იყოს მცდელობა, რომ რაღაც შემოიტანონ საზოგადოებაში. ამ ყველაფრის შედეგს „ნაციონალური მოძრაობა“ ზუსტად ერთ წელიწადში, ოქტომბრის არჩევნებზე საკუთარი თვალით ნახავს.

 

პოლიტიკურად გაკოტრებულ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება, არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ უდიდესი ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. იმის ნაცვლად, რომ სოლიდარული ყოფილიყვნენ, ჩასულიყვნენ ადგილზე, ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ, რათა პოლიტიკური ქულები დაიწერონ“, - განაცხადა მიქანაძემ.

 

მისივე თქმით, უსაფუძვლოა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები, რომ ხელისუფლების მხრიდან რეაგირება დაგვიანებული იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner