logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადება აბსოლუტურად უსაფუძვლოა და პოლარიზაციის გაზრდას უწყობს ხელს
- +

22 აგვისტო. 2023. 15:47

 

 

მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ამერიკის ელჩის განცხადება მმართველ გუნდში ელექტრონული სისტემის დისკრედიტაციის მცდელობად შეფასდა. პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ კელი დეგნანის განცხადება პოლარიზაციის ზრდას უწყობს ხელს.

 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადება აბსოლუტურად უსაფუძვლოა და იმის მაგივრად, რომ ელჩის საქმიანობა დაკავშირებული იყოს კონკრეტული საკითხების უფრო მეტად გადაწყვეტასთან და დაკავშირებული იყოს თუ როგორ შეუწყოს სხვადასხვა დემოკრატიულ პროცესს ხელი, მით უმეტეს იმ პროცესებს, რომლებსაც თავად ლობირებდა გარკვეული პერიოდის წინ, ახლა აკეთებს განცხადებებს, რომლებიც ხელს უწყობს პოლარიზაციის გაზრდას.

 

ეს ელექტრონული სისტემა აბსოლუტურად არ არის ჩართული ინტერნეტ-ქსელში, ეს არის ლოკალური ხასიათის, ამიტომ მისი უსაფრთხოება არის სრულიად დაცული და გარანტირებული. არა თუ საქართველო, არამედ ბრიტანეთის უსაფრთხოების სისტემაც კი აღიარებს, რომ ონლაინ არჩევნების ჩატარება ვერ იქნება გარანტი იმისა, რომ უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს გახლდათ ის მიზეზი, რატომაც ჩვენ დისტანციური ხმის მიცემის პროცედურაზე უარი განვაცხადეთ“, - განაცხადა მიქანაძემ.

 

კელი დეგნანმა თქვა, რომ ელექტრონული სისტემა არ იძლევა გარანტიას და მისით მანიპულაციაც შესაძლებელია. უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი დათვლილი“, - აღნიშნა ელჩმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner