logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ელექტრონული სისტემა არ ტოვებს სივრცეს ისეთი მანიპულაციებისთვის, რაც ცოტა ხნის წინ გვესმოდა 2020 წლის არჩევნებზე
- +

22 აგვისტო. 2023. 16:15

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი საპარლამენტო არჩევნებზე, ელექტრონული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

 

ელექტრონულ არჩევნებზე გადასვლამ დაასრულა ყოველგვარი მანიპულაციის შესაძლებლობა, მათ შორის თეორიულიც კი, ვინაიდან მას აქვს სანდოობის და დაცულობის ყველაზე მაღალი გარანტია. ნებისმიერი, ვინც დღეს მის დისკრედიტაციას ცდილობს, ვალდებულია საზოგადოებას აუხსნას თეორიულად ერთი მაგალითიც კი, თუ სადმე რაიმე ამ მხრივ არაკეთილსინდისიერი მოპყრობა მოხდა. ელექტრონული სისტემა არ ტოვებს სივრცეს ისეთი მანიპულაციებისთვის, რაც ცოტა ხნის წინ გვესმოდა ჩვენ 2020 წლის არჩევნებზე. ვინც დღეს ცდილობს, რომ ერთმანეთს დააკავშიროს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხი, მიზანმიმართულად ატყუებს საზოგადოებას. წარმოიდგინეთ ეს არის 2500 აპარატი, რომელიც განთავსებულია საარჩევნო უბნებზე, ის არ არის ქსელურად დაკავშირებული ერთმანეთთან და არ სჭირდება ინტერნეტის მხარდაჭერა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, ამერიკის ელჩის განცხადება მმართველ გუნდში ელექტრონული სისტემის დისკრედიტაციის მცდელობად შეფასდა. კელი დეგნანმა თქვა, რომ ელექტრონული სისტემა არ იძლევა გარანტიას და მისით მანიპულაციაც შესაძლებელია. „უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი დათვლილი“, - აღნიშნა ელჩმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner