logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: სამოქალაქო ორგანიზაციასა და პოლიტიკურ პარტიას შორის მეგობრობა არის ფაქტობრივად იმის აღიარება, რომ ეს არის ფიქცია და სინამდვილეში სჭირდებათ მხოლოდ იმისთვის, რომ გარკვეული დამატებითი, უცხოური დაფინანსებები მიიღონ
- +

22 აგვისტო. 2023. 16:17

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის დამფუძნებლის ინიციატივას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო ორგანიზაცია არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის მეგობარი.

 

სამოქალაქო ორგანიზაცია არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის მეგობარი. შეიძლება იყოს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პარტნიორი, მაგრამ მეგობრობა დაუშვებელია და ეს არის ფაქტობრივად იმის აღიარება, რომ ეს არის ფიქცია და სინამდვილეში სჭირდებათ მხოლოდ იმისთვის, რომ გარკვეული დამატებითი, უცხოური დაფინანსებები პოლიტიკური მიზნებისთვის მიიღონ და პოლიტიკური მიზნებისთვის დახარჯონ“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

 

რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის დამფუძნებლის განცხადებით, დიდი ტყუილის მხილება დაიწყო, რამაც ოპონენტებში პანიკა გამოიწვია. დავით ჩიხელიძე ამბობს, რომ აუდიტის სამსახურისადმი მის მიმართვას, რომ მოხდეს არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ფინანსების შემოწმება, ოპოზიციის არაჯანსაღი რეაქცია მოჰყვა. ჩიხელიძე განმარტავს, რომ მისი მოთხოვნა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების დისკრედიტაციას არ ემსახურება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner