ოპოზიციის მხრიდან იმის მტკიცება, რომ ამ ფორმატში საქართველოსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, არასერიოზულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატი, გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში საბერძნეთში გამართული სამიტის შესახებ წერს.
„საბერძნეთმა 9 ბალკანელი ლიდერის შეხვედრას უმასპინძლა. არაფორმალური ვახშამი ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ერთობლივი სამიტის 20 წლის იუბილეს მიეძღვნა. უკრაინა და მოლდოვაც დაესწრო ამ შეხვედრას, მაგრამ განხილვის მთავარი საკითხი ბალკანეთის რეგიონში არსებული მდგომარეობა იყო. ოპოზიციის მხრიდან იმის მტკიცება, რომ ამ ფორმატში საქართველოსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, არასერიოზულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელებას სჯობს, ვისაც ეს ევალება და შეუძლია, 12 პუნქტის შესრულების პროცესში ჩაერთოს“, - წერს ჩაკვეტაძე.