logo_geo
eng_logo
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში მდებარე კანიონზე, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
- +

22 აგვისტო. 2023. 22:15

 


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში მდებარე კანიონზე, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ელექტრონული აუქციონის შედეგად, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კომპანია „კანიონ 350“-ს შორის 20 წლამდე ვადით ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა გადაწყვეტილებას ადგილობრივი ახალგაზრდების ნაწილი ეწინააღმდეგება.

„ძალიან არ მოგვწონს, როდესაც ავთენტურობას უკარგავენ ბუნებას და ამდენი რკინა-ბეტონით ერევიან. დავსხდეთ და ვიმსჯელოთ, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი ისე რომ არც ბუნება დაზარალდეს და არც სოფლის მაცხოვრებლები“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ბრალდებების საპასუხოდ ინვესტორი კომპანია ამტკიცებს, რომ კანიონზე ავთენტური ბუნების შენარჩუნების მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოები მინიმალურად განხორციელდება და პროექტები ევროსტანდარტების შესაბამისი იქნება. მათივე თქმით, გარემოზე მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით ბალდის კანიონის შექმნამდე გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები ჩატარდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner