logo_geo
eng_logo
სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას
- +

22 აგვისტო. 2023. 23:35

 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ათენში მიმდინარე უკრაინა-ბალკანეთის სამიტის ფარგლებში სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

"მხარეებმა აღნიშნეს, რომ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ორმხრივი მხარდაჭერა უკრაინასა და სერბეთს შორის პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილია", - ნათქვამია ზელენსკის ოფისის განცხადებაში.

ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მას "კარგი და ღია საუბარი" ჰქონდა ზელენსკისთან იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელსაც ორივე ქვეყანა აწყდება.

"ჩვენ შევეხეთ მოვლენებს უკრაინასა და კოსოვოსა და მეტოხიაში და კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ სერბეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, რასაც ჩვენ აშკარად და ცალსახად ვამბობთ კონფლიქტის დაწყების დღიდან", - განაცხადა ვუჩიჩმა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ვუჩიჩს სერბეთის მიერ უკრაინისათვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ასევე უკრაინელების მხარდაჭერისთვის, რომლებმაც ომის დაწყების შემდეგ თავშესაფარი სერბეთში იპოვეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner