logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: BRICS-ში გაწევრიანების მსურველთა რიგი დგას, მათ შორისაა EU-ს და NATO-ს წევრი საბერძნეთი, ასე რომ, იოჰანესბურგის ფორუმის გაპროტესტება სლოგანით - "არა რუსულ სამიტს", ჩვენს სექტანტებს ცოტა გაუჭირდებათ...
- +

23 აგვისტო. 2023. 10:11

 

 

"ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში BRICS -ის სამიტს ეხმიანება.

 

ქართველიშვილის თქმით, ორგანიზაცია BRICS-ში გაწევრიანების მსურველთა რიგი დგას და მათ შორისაა EU-ს და NATO-ს წევრი საბერძნეთი. ამიტომ ამ სამიტისთვის რუსული იარლიყის მიკერება ქართულ ოპოზიციას არ გამოუვა.

 

"სანამ დეგნანი, ფოტიგა და ხაბეიშვილი 2024 წლის არჩევნების შედეგებზე თავის რეაგირებას წინასწარ გვიანონსებენ, მსოფლიოს უდიდესი ნაწილის წარმომადგენლების ყურადღება მიპყრობილია სამხრეთ აფრიკისაკენ, სადაც 22-24 აგვისტოს ტარდება ორგანიზაცია BRICS-ის სამიტი.

 

ამ მნიშვნელოვან ფორუმს ორგანიზაციაში შემავალი ყველა ლიდერი ესწრება, რუსეთის პრეზიდენტის გარდა, რომელიც დისტანციურად მიიღებს მასში მონაწილეობას. სამიტის დღის წესრიგის ძირითადი საკითხი დოლარზე დამოკიდებულების შემცირებისა და ეროვნულ ვალუტებში ტვირთბრუნვის ზრდის განხილვაა.

 

სამიტის დამკვირვებლების რანგში, იოჰანესბურგში ასევე იმყოფებიან გაეროს გენერალური მდივანი, ინდონეზიისა და ირანის პრეზიდენტები, ასევე, აფრიკის კონტინენტის 30-ზე მეტი სახელმწიფოს პირველი პირი. ფორუმის დაწყებამდე, იოჰანესბურგში ჩავიდა სი ძინპინი, რომელიც უკვე შეხვდა თავის სამხრეთ აფრიკელ კოლეგას, პრეზიდენტ სირილ რამაფოსას.

 

მასპინძელი ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა პოლ მაშატილემ განაცხადა: "ჩვენ შევიკრიბეთ არა იმისთვის, რომ კონკურენცია გავუწიოთ დასავლეთს, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი ადგილი დავიმკვიდროთ გლობალურ ბიზნესში". ორგანიზაცია BRICS-ში გაწევრიანების მსურველთა რიგი დგას, მათ შორისაა EU-და NATO-წევრი საბერძნეთი, ასე რომ, იოჰანესბურგის ფორუმის გაპროტესტება სლოგანით - "არა რუსულ სამიტს", ჩვენს სექტანტებს ცოტა გაუჭირდებათ..." - წერს ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner