logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკის ელჩი და ყველა მიხვდა, რომ ვერანაირი საარჩევნო სისტემით, ელექტრონული იქნება თუ არაელექტრონული, რადიკალურ ოპოზიციას ვერ მოიყვანენ ხელისუფლებაში, ხალხის მხარდაჭერის გზით
- +

23 აგვისტო. 2023. 10:35

 

 

აშშ-ის სასოწარკვეთილი ყოფილი ელჩი ცდილობდა, დაეტოვებინა პოლიტიკური ნაღმები საქართველოში, მან რასაც ჰქვია დეზინფორმაციული ფრონტი გახსნა, რომ ერთი წლის შემდგომ არჩევნები შეიძლება იყოს გაყალბებული“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, რომელიმე ძალის ხელისუფლებაში მოსვლა არა არჩევნების ჩატარების გზაზე, არამედ ხალხის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.

 

აშშ-ის ელჩმა სანდო ხარისხის ორგანიზაციად მოიხსენია ის „ენჯეო“, რომელმაც აღიარა არჩევნების დროს გაყალბებული შედეგები. ელჩმა, რომელმაც მხარი დაუჭირა მეორე ფრონტს, ხან პირდაპირ, ხან არაპირდაპირ და ასევე იყო  ყოველთვის სუბიექტური რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის მიმართ, ახლა გადავიდა პირდაპირ ტყუილებზე. ელჩიც და ყველა მიხვდა, რომ ვერანაირი საარჩევნო სისტემით, ელექტრონული იქნება თუ არაელექტრონული, რადიკალურ ოპოზიციას ვერ მოიყვანენ ხელისუფლებაში, ხალხის მხარდაჭერის გზით.  სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი აშშ-ის ყოფილი ელჩი ცდილობდა, დაეტოვებინა პოლიტიკური ნაღმები საქართველოში, იმ თვალსაზრისით, რომ მან პირდაპირ განაცხადა და რასაც ჰქვია დეზინფორმაციული ფრონტი გახსნა, რომ ერთი წლის შემდგომ არჩევნები შეიძლება იყოს გაყალბებული“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner