logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი თეა გოდოლაძის დამცველებს: ეს არის ქართველი ლიბერალის ამორალური პორტრეტი: ნული ფასეულობა, ნული პრინციპულობა, ნული ზნეობა - როგორც კი მათი მოკავშირე იქნა მხილებული ცუდ საქციელში, ყველაფრის ფასად დაიწყეს მისი დაცვა
- +

23 აგვისტო. 2023. 11:52

 

 

“ბოლო წლებში, რაც ოჯახში ძალადობა და არასრულწლოვანზე ძალადობა დანაშაულთან ერთად ძალიან სამარცხვინო საქმე გახდა და ამ მხრივ კანონმდებლობაც გამკაცრდა, საზოგადოება შეთანხმდა, რომ არათუ უნდა ჩაერიო მსგავს საქმეში, არამედ გვერდზე გახედვა და გულგრილობა მსგავსი დანაშაულებების მიმართ უზნეობაა”, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი თეა გოდოლაძის საქმეზე, რომელიც არასრულწლოვნის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული.

 

ნიკოლეიშვილის განცხადებით, ქართულ საზოგადოებაში ამ საკითხის შესახებ არსებული კონსესუსის მიუხედავად, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არასრულწლოვანზე ძალადობა პირად ცხოვრებად გაასაღოს.

 

ექსპერტს ამის მაგალითად “ლელოს” წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადება მოჰყავს, რომელიც “ქართულ ოცნებას” ადამიანების პირად ცხოვრებაში ქექვისთვის თავის დანებებას ურჩევს.

 

ბოლო წლებში, რაც ოჯახში ძალადობა და არასრულწლოვანზე ძალადობა დანაშაულთან ერთად ძალიან სამარცხვინო საქმე გახდა და ამ მხრივ კანონმდებლობაც გამკაცრდა, საზოგადოება შეთანხმდა, რომ არათუ უნდა ჩაერიო მსგავს საქმეში, არამედ გვერდზე გახედვა და გულგრილობა მსგავსი დანაშაულებების მიმართ უზნეობაა. ქართულ საზოგადოებაში რომ მსგავსი კონსენსუსი შემდგარიყო, ამაში დიდძალი ენერგია დაიხარჯა და საბედნიეროდ, ძალიან კარგი შედეგი დადგა. და აი ამ დროს, ოღონდ "თავისიანი" გადაერჩინათ, რადიკალურმა ლიბერალურმა ბაბლმა ხაზი გადაუსვა თავის "ღირებულებებს" და არასრულწლოვანზე ძალადობა "პირად ცხოვრებად" გაასაღა. აი ეს არის მათი რეალური სახე, ეს არის დღეს ქართველი ლიბერალის ამორალური პორტრეტი. ნული ფასეულობა, ნული პრინციპულობა, ნული ზნეობა. როგორც კი მათი მოკავშირე იქნა მხილებული ცუდ საქციელში, ყველაფრის  ფასად დაიწყეს მისი დაცვა. სწორედ ამიტომ, ქართველი ფსევდოლიბერალის ადგილი იქნება მუდმივად ნაგავსაყრელზე!” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner