ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილის განცხადებით, ნებისმიერი განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, არის კატეგორიულად მიუღებელი.
„ჩვენ მშვიდობიანი გზით დავიბრუნებთ საქართველოს ტერიტორიებს და ჩვენს ხალხს. ეს არის ჩვენი მკაფიო გზავნილი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების მიმართ. მე ვურჩევდი მედვედევს, რომ უფრო მეტი დრო დაუთმოს იმაზე ფიქრს, როგორ აპირებს მისი ქვეყანა სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებების ასრულებას. ეს მათთვისაც უკეთესი იქნება“, - აცხადებს იონათამიშვილი.
დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.