„ეს იყო საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის მიერ მოწვეული არაფორმალური ფორუმი, რომელიც ბალკანეთის და ევროკავშირის თანამშრომლობის 20 წლის თავს ეძღვნებოდა და სადაც 11 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. ეს არ იყო ორგანიზებული ევროკავშირის მხრიდან“, - ამის შესახებ საბერძნეთში გამართული სამიტის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აცხადებს.
„ასევე არის ფაქტი, თუ რა ისტერია მოაწყო ამასთან დაკავშირებით რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელსაც აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ რამენაირად ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და ჩვენს საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით მავნებლური პროპაგანდა აწარმოოს“, - აცხადებს დეპუტატი.
ათენში ბერძნული მხარის მიერ დაგეგმილი არაფორმალური სამიტი გაიმართა, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილეს.