logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: მედვედევი იქნება თუ სხვა, როგორი მაპროვოცირებელი განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს, ჩვენ ამას დავგმობთ, შესაბამის პასუხს გავცემთ, მაგრამ არ ავყვებით პროვოცირებას
- +

23 აგვისტო. 2023. 14:29

 

 

საქართველოს უკრაინიზაციას ჩვენ არ დავუშვებთ. მედვედევი იქნება, თუ სხვა სახელმწიფოს თანამდებობის პირი, როგორი მაპროვოცირებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს, ჩვენ ამას დავგმობთ, შესაბამის პასუხს გავცემთ, მაგრამ არ ავყვებით პროვოცირებას“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

დეოკუპაციის პროცესი უნდა მოხდეს მშვიდობიანად. ის, რომ რუსეთი ოკუპანტია და ამაზე საერთაშორისო სასამართლოები გვაქვს მოგებული, ეს ფაქტები მეტყველებს, რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი პოლიტიკა. რა თქმა უნდა, რეაგირება ყოველთვის მკაცრი იქნება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია, მაგრამ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ვერავინ, ვერც მედვედევი, ვერც სხვა თანამდებობის პირი რუსეთიდან, თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოდან ვერ შეცვლის იმ პოზიციას, რომ აქ, საქართველოში უკრაინიზაცია არ იქნება“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

 

დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner