logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: საქართველო ვერასდროს შეურიგდება თავისი ტერიტორიების ოკუპაციას, ურყევად გავაგრძელებთ ბრძოლას დეოკუპაციისთვის და საქართველო მშვიდობიანი გზით აუცილებლად შეძლებს, აღასრულოს ისტორიული სამართლიანობა
- +

23 აგვისტო. 2023. 14:50

 

 

“საქართველო ვერასდროს შეურიგდება თავისი ტერიტორიების ოკუპაციას, ურყევად გავაგრძელებთ ბრძოლას დეოკუპაციისთვის და საქართველო მშვიდობიანი გზით აუცილებლად შეძლებს, აღასრულოს ისტორიული სამართლიანობა”, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

ნებისმიერი განცხადება, ქმედება, რომელიც იქნება შეუთავსებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრიორიტეტთან, აქედან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად კატეგორიულად მიუღებელი განცხადებაა, რომელიც მოვისმინეთ იმ სახელმწიფოს წარმომადგენლისგან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. საქართველო ვერასდროს შეურიგდება თავისი ტერიტორიების ოკუპაციას, ვერც ერთ შემთხვევაში, ვერასდროს შეურიგდება ამ მდგომარეობას. შესაბამისად, ჩვენ ურყევად გავაგრძელებთ ბრძოლას დეოკუპაციისთვის. ეს ნიშნავს, რომ საქართველო მშვიდობიანი გზით აუცილებლად შეძლებს, აღასრულოს ისტორიული სამართლიანობა“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner