logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე ათენის სამიტზე: სრულიად უსაფუძვლო, არალოგიკური, არადამაჯერებელი ვერსიების შეთავაზებაა საზოგადოებისთვის, რომ თითქოსდა საქართველო რაღაცნაირად იზოლირებულია ევროკავშირში მიმდინარე პროცესისგან
- +

23 აგვისტო. 2023. 14:57

 

 

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ათენის სამიტზე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.

 

სრულიად უსაფუძვლო, არალოგიკური არადამაჯერებელი ვერსიების შეთავაზებაა საზოგადოებისთვის, რომ თითქოსდა საქართველო რაღაცნაირად იზოლირებულია ევროკავშირში მიმდინარე პროცესისგან. იქ [სამიტზე] უკრაინის და მოლდოვის ყოფნა რომ არ იყო გათვალისწინებული იმ ფორმატის შეკრებაში, მგონი გასაგებია საგარეოს განცხადებიდან. უშუალოდ კონფლიქტის მოსაზღვრე ორი სახელმწიფო [იყო მიწვეული] - ერთი, სადაც კონფლიქტი მიმდინარეობს და მეორე, მოსაზღვრე ქვეყანა. საქართველო არ განიხილება როგორც სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზე უშუალოდ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები და არც ესაზღვრება კონფლიქტს. ასეთ ფონზე საქართველოს არ მიწვევა არ ნიშნავს ბრალდების საფუძველს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

ათენში ბერძნული მხარის მიერ დაგეგმილი არაფორმალური სამიტი 21 აგვისტოს გაიმართა და ევროკავშირის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი 8 ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner