logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ვერავინ, ვერც მედვედევი, ვერც სხვა თანამდებობის პირი რუსეთიდან თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოდან ვერ შეცვლის იმ პოზიციას, რომ საქართველოში არ იქნება უკრაინიზაცია
- +

23 აგვისტო. 2023. 16:03

 

 

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი, მედიასთან საუბრისას დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მედვედევი რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერის შექმნასა და საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე საუბრობს.

 

მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს მშვიდობიან პოლიტიკას ვერც მედვედევი და ვერც სხვა ქვეყნის ლიდერი ვერ შეცვლის.

 

ეს დეოკუპაციის პროცესი უნდა მოხდეს მშვიდობიანად. ის, რომ რუსეთი ოკუპანტია და ამაზე საერთაშორისო სასამართლოები მოგებული გაქვს და ა.შ. ეს ფაქტები მოქმედებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი პოლიტიკა. რა თქმა უნდა, რეაგირება იქნება ყოველთვის მკაცრი, იმ საკითხების მიმართ რასაც ჰქვია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგრამ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ვერავინ, ვერც მედვედევი, ვერც სხვა თანამდებობის პირი რუსეთიდან თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოდან ვერ შეცვლის იმ პოზიციას, რომ საქართველოში არ იქნება უკრაინიზაცია“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner