logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი მედვედევის განცხადებაზე: საქართველოს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯია ის პოლიტიკა, რომელსაც ათი წლის განმავლობაში ვატარებთ
- +

23 აგვისტო. 2023. 17:58

 

 

საქართველოს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯია ის პოლიტიკა, რომელსაც ათი წლის განმავლობაში ვატარებთ და რუსეთის ფედერაციას არ ვაძლევთ საშუალებას, ამ განცხადებაში გაჟღერებული მუქარა განახორციელოს და რეალობად აქციოს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადება არის მუქარა და შანტაჟი.

 

ეს არის მუქარა და შანტაჟი. ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის მუქარა და შანტაჟი. საქართველოს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯია ის პოლიტიკა, რომელსაც ათი წლის განმავლობაში ვატარებთ და რუსეთის ფედერაციას არ ვაძლევთ საშუალებას, ამ განცხადებაში გაჟღერებული მუქარა განახორციელოს და რეალობად აქციოს. ეს არის ის კონკრეტული შედეგი, რომლითაც ჩვენ, ამ პოლიტიკით საქართველოს ავაცილეთ და შემდგომშიც ავაცილებთ ამ შანტაჟის ენით გამოთქმულ საფრთხეებს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner