logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი ბოტკოველის განცხადებაზე: არც ერთი მევენახე ყურადღების გარეშე არ რჩება - ყველას ეძლევა კომპენსაცია, სახელმწიფოს აგროდაზღვევის უნიკალური პროგრამა აქვს და სჯობს პროპაგანდა ამ პოლიტიკის გატარებას გაუწიონ
- +

23 აგვისტო. 2023. 18:20

 

 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი „ნაცმოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, კახეთში წელს მინიმუმ ოჯახების 50% რთველს ვერ ჩაატარებს, ვინაიდან მოსავალი მთლიანად განადგურებულია.

 

ნაცები სეზონიდან სეზონამდე აცდენილი არის ხოლმე თავიანთ გზავნილებს, ხან წინააღმდეგები არიან, სახელმწიფომ რთველის დროს მევენახეებს დახმარება გაუწიოს, ახლა არჩევნები ახლოვდება, ამიტომ გულის მოგება უნდათ და იდეა წამოაყენეს, რომელიც გაზომვადი არაა. ხელისუფლებას უკვე აქვს თავისი პოლიტიკა, არც ერთი მევენახე ყურადღების გარეშე არ რჩება - ყველას ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია, სახელმწიფოს აგროდაზღვევის უნიკალური პროგრამა აქვს და სჯობს პროპაგანდა ამ პოლიტიკის გატარებას გაუწიონ. კარგად მიდის კახეთში ყველაფერი და ამით ახლა არეულობისა და შფოთის შეტანა უნდათ“, - აცხადებს ქადაგიშვილი.

 

გიორგი ბოტკოველის თქმით, კახეთში წელს მინიმუმ ოჯახების 50% რთველს ვერ ჩაატარებს, ვინაიდან მოსავალი მთლიანად განადგურებულია. ის გამოდის ინიციატივით, რომ სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხა - 50 მლნ ლარი, მოხმარდეს დაზარალებულ მოსახლეობას, რათა შხამ-ქიმიკატებისთვის აღებული ვალი მაინც გაისტუმრონ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner