logo_geo
eng_logo
ზელენსკი: როდესაც რუსეთი უკან იხევს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ის უბრალოდ თვალს ხუჭავს ამაზე - რუსულ საზოგადოებას ასევე შეუძლია თვალი დახუჭოს ყირიმიდან ოკუპანტების უკან დახევაზე
- +

23 აგვისტო. 2023. 18:57

 

„ყირიმის პლატფორმის“ სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია თვალი დახუჭოს ყირიმის დაკარგვაზე, როგორც ეს სხვა მიტაცებული უკრაინული ტერიტორიების შემთხვევაში გააკეთა.

„უკრაინამ აჩვენა, რომ სამხედრო ოპერაციების დროს ჩვენი მიწის გათავისუფლება არ არის შემთხვევითობა, ეს დამსახურებულია, ეს არის ჩვენი ხალხის გმირობა და ჩვენი პარტნიორების სამხედრო მხარდაჭერა.

უკრაინული ძალები, მიუხედავად ყველაფრისა, წინ მიიწევენ. რასაც არ უნდა საუბრობდნენ, ჩვენ წინ მივდივართ. როდესაც რუსეთი უკან იხევს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ის უბრალოდ თვალს ხუჭავს ამაზე, მის სისუსტესზე. ასევე, რუსულ საზოგადოებას შეუძლია თვალი დახუჭოს ყირიმიდან ოკუპანტების უკან დახევაზე“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner