logo_geo
eng_logo
„გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ ვანო მერაბიშვილს ახალაიასა და სანოძის დაკავება შევთავაზე, მერე დაიწყო ყველა უბედურება“- თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი
- +

7 სექტემბერი. 2016. 03:22



თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსის მერაბ ბაღათურია  სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდების ეპიზოდის განხილვისას მოწმის სახით დაიკითხა. ბაღათურიას განცხადებით, გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს დათა ახალაიას, ვასილ სანოძისა და „შარდენ ბარში" მყოფი სხვა პირების დაკავება შესთავაზა.


ბაღათურიამ განაცხადა, რომ შეკრებილი მასალები, რომლითაც დგინდებოდა, რომ გირგვლიანთან ანგარიშსწორების ბრძანება უშუალოდ "შარდენ ბარის" მაგიდის წევრი, შსს-ს მაღალჩინოსნებისგან მოდიოდა, პირადად შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს გააცნო. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილმა, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილს მოახსენა მისი ნათქვამი და ამის შემდეგ მინისტრმა თბილისის მთავარ სამმართველოსთან კონტაქტი შეწყვიტა.


„მომდიოდა ინფორმაციები, რომ სააკაშვილს უთხრეს, თბილისის პოლიცია ჩვენი ხალხის წინააღმდეგაა განწყობილიო. ამ ამბის მერე დაიწყო ჩვენს თავს ყველა უბედურება. დაგვესია კუდი, სოდი, გენინსპექცია. შემდეგ მე გამიშვეს უფროსის თანამდებობიდან და ბიჭებიც, რომლებსაც არაერთი ორდენი ჰქონდათ მიღებული, სამსახურიდან გაუშვეს.

 

სანამ თბილისის მთავარი სამმართველოდან გამიშვებდნენ, დამიბარეს ბრიფინგზე, თუმცა არ მივედი. მერე როცა ვუყურე ტელევიზორს, ვნახე, რომ დაუკავებიათ მხოლოდ შემსრულებლები, ბრძანების მიმცემი, რომლების დაკავებაც მე შევთავაზე, მინისტრს არ დაუკავებია. ამას ყველაფერს კი მიაწერდნენ თბილისის პოლიციას, მაგრამ რეალურად ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია", - განაცხადა თბილისის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner