logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: მიხეილ სააკაშვილი ყოველ ჯერზე სპეკულაციისათვის ახალ-ახალ მეთოდებსა და ახალ-ახალ ადამიანებს იყენებს
- +

23 აგვისტო. 2023. 20:25

 


მიხეილ სააკაშვილი ყოველ ჯერზე სპეკულაციისათვის ახალ-ახალ მეთოდებსა და ახალ-ახალ ადამიანებს იყენებს,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

საბოლოოდ ვეღარ გავიგეთ, ეს ადამიანი დემენციის მსხვერპლია, თუ ქართულმა მედიცინამ დაამარცხა დემენცია ისეთ მიღწევებს მიაღწია, თუ საერთოდ რასთან გვაქვს საქმე. მე ვფიქრობ, რომ ესეც არის ყურადღების მიპყრობის და თვითაქტუალიზაციის ერთ-ერთი გზა“, - განმარტა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა და მისი ნდობით აღჭურვილმა სოფო ჯაფარიძემ წინასაარჩევნო კამპანია დააანონსეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner