logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილი დილით რომ დება საღამოს რაც თქვა იმისგან განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებს
- +

23 აგვისტო. 2023. 22:42

 


მიხეილ სააკაშვილისა და მისი ნდობით აღჭურვილი სოფო ჯაფარიძის მიერ საარჩევნო კამპანიის დაანონსება პარლამენტის წევრმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა შეაფასა.

სააკაშვილი დილით რომ დება საღამოს რაც თქვა იმისგან განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებს. ამიტომ ამას ვერავინ ვერ იგებს. შეიძლება დღეს რომ სოფო ჯაფარიძეა მისი წარმომადგენელი, რომ ჩავა რეგიონში იქ სულ სხვა დახვდეს წარმომადგენელი და უთხრას, რომ ახლა მე ვარ პატიმარ სააკაშვილის წარმომადგენელიო. ამას არ გამოვრიცხავ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner