logo_geo
eng_logo
საქართველოს სახალხო დამცველი ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრს შეხვდა
- +

24 აგვისტო. 2023. 00:02

 


საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრს აჯა ლაბიბის შეხვდა.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებულ მთავარ გამოწვევებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე, უმცირესობათა უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებაზე.

ისაუბრეს ასევე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხებსა და საქართველოს სახალხო დამცველის როლზე ამ პროცესში. ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner